Wednesday, June 20, 2018

ქართული ენის წრის მუშაობა


23.05 -30.05  - საწრეო  მუშაობაში   მეტად  აქტუალური  საკითხი  იყო  ყურადღების  გამახვილება   როგორც    მოზარდების,  ასევე  ჟურნალისტების    მიერ  ყოველდღიურ    ცხოვრებაში  დაშვებულ    შეცდომებზე. წრის  წევრებმა   გადაწყვიტეს,  ასეთ   შეცდომებზე   გაემახვილებინათ  ყურადღება   და  შეეგროვებინათ,  როგორც  ნიმუში  არასწორი  მეტყველებისა.
         ჩემი  და  ჩვენი  თანატოლების  მიერ  ხშირად  გამოყენებული  ბარბარიზმები: 
         ტელეკომპანიების   ჟურნალისტებისა   და  ზოგიერთი  პოლიტიკოსის  მეტყველებაში  აღმოჩენილი   მართლმეტყველების  ნორმების  დარღვევის  მაგალითები:
1.       თითეული  ჩვენთაგანი;       2. თითეული   თქვენთაგანი;    3. ბევრი  ამბები;
4.  ბევრი  წლის  წინ;    5. ეხლა  გავიაზროთ...    6. რამოდენიმეს  გავიხსენებ; 
7.  ბრძოლობენ;   8. ამ  ხნის  მანძილზე;    9.  ავიდენ   და  დაინახეს;   10. ლაივში  ვართ;








                                  მასწავლებლის  თვითშეფასება
        2017-2018    სასწავლო   წლის  მე-2  სემესტრის  განმავლობაში    მე-5  კლასში  წარმართული  ქართული  ენის  წრის  მუშაობა   დასრულდა.  ენის  საკითხების  გაღრმავებულად   შესწავლა  განპირობებული  იყო  იმ  გამოცდილებით,  რომ  I -  IV   კლასის  დამთავრების  შემდეგ  მოსწავლეებში  შეინიშნება  მართლმეტყველებისა  და  მართლწერის  საკითხების  ცოდნაში არსებული  სერიოზული  ხარვეზი.  მე-5 კლასი   სწავლების  ის  ეტაპია, როცა  მოსწავლეები  უკვე  იწყებენ  ქართული  ენის  მეცნიერულ  შესწავლას  ამა  თუ  იმ  დოზით,  მაგ:  ფორმაცვალებად  და  ფორმაუცვლელ  სიტყვებს,   ბრუნვებსა  და  მათ   ნიშნებს;   ქართულ  ენაში  უცხო  ენიდან  შემოტანილ  და  დამკვიდრებულ  სიტყვებსა  და  მათ  მართლწერას;   ზმნის  მნიშვნელობას   ქართული  წინადადების  გამართულად  წარმოთქმაში;   რიცხვით   სახელთან  დაკავშირებულ   წერით  თუ  ზეპირ  ლაფსუსებს;    მინდა  აღვნიშნო,  რომ  წრის  წევრები  მეტად  დაინტერესდნენ    უფროსების  მეტყველებაში  (ყურადღება  გავამახვილეთ  ჟურნალისტებსა  და  ზოგ  პოლიტიკოსზე)  არასწორად  გამოყენებულ  ქართულ  სიტყვებსა  თუ  გამონათქვამებზე. 
          საწრეო  მუშაობა  ინტერესით   მიმდინარეობდა  და,  მოსწავლეთა   სურვილიდან  გამომდინარე,   ვფიქრობ,  მომავალ  სასწავლო  წელს  კვლავ   იმუშაოს  ქართული  ენის  წრემ  ამავე კლასში,  რათა  მოსწავლეები  უფრო  სიღრმისეულად  და  საფუძვლიანად  გაეცნონ  და  შეისწავლონ  მშობლიური  ენა.

Thursday, June 7, 2018

ქართული ენის საწრეო მუშაობა მე-2 სემესტრი



ქართული     ენის      წრე
         28.03.2018 წ.   შეიკრიბნენ    ქართული  ენის  წრის   წევრები.   წრის  სამუშაო  განრიგით   თემატიკა   იყო:    „არსებითი  სახელის  რიცხვის  ფორმები  და  მართლწერა“.    განვიხილეთ   სხვადასხვა  მაგალითი   არსებითი  სახელის    მხოლობითი   და   მრავლობითი   რიცხვის  ფორმებსა  და  მართლწერაზე,  მოსწავლეებმა მოიყვანეს  სათანადო  მაგალითები,  შეასრულეს  საკლასო  და  საშინაო  დავალებები,    ერთობლივად    გადაწყვიტეს,  რომ    ყურადღებას  გაამახვილებენ  ზეპირ  მეტყველებაში   ხშირად  დაშვებულ  შეცდომებზე.  წრის  მეცადინეობა  სახალისო  და  საიამოვნო  იყო  მოსწავლეებისთვის.



         4.04.-11.04 -18.04-25.04  ქართული  ენის  წრის  სამუშაო  განრიგით   თემატიკა  იყო:  რიცხვითი  სახელის  ჯგუფები  (რაოდენობითი,  რიგობითი  და  წილობითი)  და  მათი  მართლწერა.   წრის  წევრებმა   მოიყვანეს  სათანადო  მაგალითები,  იმსჯელეს  სწორ  და  არასწორ  ვარიანტებზე,  ყურადღება  გაამახვილეს    რიცხვით  სახელთან  დაკავშირებით  ხშირად  დაშვებულ  შეცდომებზე   როგორც  წერით, ასევე  ზეპირ  მეტყველებაში.   შეასრულეს  საკლასო  და  საშინაო  დავალებები.






           2.05-16.05. - ქართული  ენის  წრის  წევრებმა  ისაუბრეს  ზმნაზე,  როგორც   ქართული  წინადადების    ხერხემალზე.  ყურადღება  გაამახვილეს  ქართული  ზმნის  მნიშვნელობაზე. ისაუბრეს  განსაკუთრებით    იმერეთისთვის  დამახასიათებელი  ზმნისწინების  არასწორ  ხმარებაზე,  რაც  სალიტერატურო  ენის ნორმების  დარღვევაა  და  არც  ერთ  ქართველს  არ  ეპატიება   მშობლიური  ენის  შეურაცხყოფა,    განსაკუთრებით  კი  მოზარდებს -  მომავალ  თაობას.   წრის მეცადინეობა  სასიამოვნოდ  წარიმართა. 






         23.05 -30.05  - საწრეო  მუშაობაში   მეტად  აქტუალური  საკითხი  იყო  ყურადღების  გამახვილება   როგორც    მოზარდების,  ასევე  ჟურნალისტების    მიერ  ყოველდღიურ    ცხოვრებაში  დაშვებულ    შეცდომებზე. წრის  წევრებმა   გადაწყვიტეს,  ასეთ   შეცდომებზე   გაემახვილებინათ  ყურადღება   და  შეეგროვებინათ,  როგორც  ნიმუში  არასწორი  მეტყველებისა.





Wednesday, March 28, 2018

ლიტერატურული წრის მუშაობა


ლიტერატურული  წრის  მუშაობა   15.03-22.03
       2018    წლის   15.03  ჩატარდა   ლიტერატურული  წრის  წევრთა  მორიგი  შეკრება  და  მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  ესე   თამაზე:  „კაცია,  ადამიანი...“  და  წავიკითხეთ  „ვეფხისტყაოსნიდან“   „ჭაში  ჩავარდნილის“  არაკი.  ვიმსჯელეთ   და  შევქმენით  მოკლე  ტექსტი  კომენტირებით.
        2018   წლის   22.03   ჩატარდა  ლიტერატურული  წრის  წევრთა  შეკრება  და  განვიხილეთ  „ვეფხისტყაოსნის“  ერთ-ერთი  თავი  „ტარიელისა  და  ნესტან-დარეჯანის   პირისპირ  შეყრა“. მოსწავლეებმა  შეძლეს  ლექსის  შინაარსით   გადმოცემა  და  იმსჯელეს  პერსონაჟთა  ხასიათზე  თუ  საქციელზე,  ასევე  შეავსეს  მათთვის  უცნობი სიტყვების  ყულაბა  და  კიდევ  მეტი  ინტერესი  გამოხატეს  უკვდავი  პოემის  მიმართ.










 29.03.  შეიკრიბნენ  ლიტერატურული  წრის  წევრები.  მათ  წინა  მეცადინეობაზე  წაიკითხეს  პოემის  ერთ-ერთი  თავი  „ტარიელისა და  ნესტანის  პირის-პირ  შეყრა“,  გაეცვნენ  ამავე  თავის  ლექსიკონს,   გაიაზრეს  შინაარსი,  ჩემი  დახმარებით    გაიგეს  წინა  რამდენიმე  თავის   შინაარსი,   ახლა  კი  მზად  იყვნენ,  ემსჯელათ   და  შეექმნათ  მოკლე ტექსტი   ფრაზაზე:  „მე  თუ  ზეპირ  მიცინია,  ქვე-ქვე  მითქვამს  უდუმალ  ვა“.  ამ  შეკრების  მიზანი  იყო,   როგორც  ტექსტის  შინაარსის  სწორად  დაწერა,  ასევე  მართლწერის  საკითხების  დაცვა. 

           უნდა  აღვნიშნო,  რომ   წრის  წევრების  ინტერესი   რუსთაველის  უკვდავი  პოემის  მიმართ    კიდევ  უფრო  ფართოვდება,  რაც  გამოიხატება  მათივე    დასმულ  კითხვებში  და    საწრეო  მუშაობისთვის  განკუთვნილ  დროს    შესაბამისად   ვიყენებ  მათივე  ინტერესის  დასაკმაყოფილებლად.







                                         
          
           5.04.  შედგა  სალიტერატურო  წრის  წევრთა  მორიგი  შეხვედრა.   წავიკითხეთ  პოემის  ერთ-ერთი  თავი  „რჩევა  ნესტან-დარეჯანის  გათხოვებისა“.   წევრები  გაეცვნენ  ამ   მონაკვეთის   ლექსიკონს,  შემდეგ  მათთვის  უფრო  მოსაწონი  რამდენიმე  სტროფი  წაიკითხეს  მხატვრულად,  ისაუბრეს  რითმასა  და  რიტმზე.   კვლავ  გამოხატეს  ინტერესი  და  სურვილი  პოემის  სრული  ვარიანტის  შესწავლისა.




           12.04.     შეიკრიბნენ  სალიტერატურო  წრის  წევრები.  შეკრების  მიზანი იყო  მსჯელობა  აფორიზმზე   „ქმნა  მართლისა  სამართლისა  ხესა  შეიქმს  ხმელსა  ნედლად.“   მათ  იმსჯელეს,  გამოხატეს  თავიანთი  პოზიცია  აფორიზმის  იდეის  შესახებ.  შექმნეს  პატარა   თავისუფალი  შინაარსის  ტექსტები.  



              19.04 – 26.04    შეიკრიბნენ  წრის  წევრები.  ორივე  მეცადინეობა  იდეურად   მსგავსი  იყო - მეგობრობის,  დახმარების,  მოყვასის  სიყვარულის  გარეშე  ადამიანს  ყოველთვის  გაუჭირდება  ამ  წუთისოფელში.  სწორედ  ამას  გვეუბნება  დიდი  შოთა.  მოსწავლეებმა  წაიკითხეს  შეაბამისი  თავი,  გაეცვნენ  ლექსიკონს,  მსჯელობის  შემდეგ  დაწერეს  მცირე  ზომის   ესეები.

  
               3.05-10.05   გაიმართა  საწრეო   მუშაობა.    სამუშაო  განრიგიდან  გამომდინარე,  ეს  ორი   მეცადინეობა  მიეძღვნა  „ვეფხისტყაოსნის“  ერთ-ერთ  უმნიშვნელოვანეს  თავს - „ანდერძი   ავთანდილისა  როსტევან  მეფის  წინაშე,  ოდეს  გაიპარა“.    მოსწავლეებმა  გულდასმით  წაიკითხეს  და  გაიაზრეს  თითოეული  სტროფი,  ყურადღება  გაამახვილეს  აფორიზმებზე,  მათში  გადმოცემული  სიბრძნე  დააკავშირეს  დღევანდელობასთან  და,  ზოგადად,  წუთისოფელში  ადამიანის  მოვალეობასთან.   იყო  მეტად  საინტერესო  მსჯელობა  და საკუთარი   ნააზრევის   დემონსტრირება.

             17.05    გაიმართა   საწრეო  მუშაობა.   სამუშაო   განრიგიდან  გამომდინარე,   წრის  წევრებმა  იმსჯელეს  აფორიზმებზე:  „სიცრუე  და  ორპირობა  ავნებს  ხორცსა,  მერმე  სულსა“,  „სჯობს  სიცოცხლესა  ნაზრახსა  სიკვდილი  სახელოვანი“,   „რაცა   ღმერთსა  არა  სწადდეს,  არა  საქმე  არ  იქმნების“   და   შექმნეს  მოკლე   ტექსტები.   მათი  ნააზრევი  ძირითადად  დღევანდელი   საზოგადოების  პრობლემებიდან  გამომდინარეობდა.
 

           24.04.   შეიკრიბნენ  ლიტერატურული  წრის  წევრები.  ამ  მეცადინეობაზე,  სამუშაო  გეგმიდან   გამომდინარე,  ისინი  გაეცვნენ   ქართველი   პოეტების   მიერ    შოთა  რუსთაველსა  და  მის „ვეფხისტყაოსანზე“ დაწერილ    ლექსებს  დევიზით:  „მე  ვარ  ძირი  ლექსის  თქმისა,  მელექსენი  ჩემზე  შენობს.“  მოსწავლეებმა  მხატვრულად  წაიკითხეს  და  გაიაზრეს  ლექსები:
1. „ბაქარიანის  შესავალი“ -  იასე  ტლაშაძე;   2. „საქართველოს  მელექსესათვის“ - ვახტანგ მე-6;
3. „რუსთაველის   სურათზე“ - აკაკი  წერეთელი;   3. „რუსთაველის  ნეშტს“ - ვაჟა-ფშაველა;  
4.  „ვწერ   ვინმე  მესხი  მელექსე“  -  გალაკტიონი;   5. „ვეფხისტყაოსანს“ - გ. ლეონიძე; 

6.  „უცნობი  მინაწერი  პალესტინის  ქართულ  პერგამენტზე“ - ირაკლი  აბაშიძე;









17.05    გაიმართა   საწრეო  მუშაობა.   სამუშაო   განრიგიდან  გამომდინარე,   წრის  წევრებმა  იმსჯელეს  აფორიზმებზე:  „სიცრუე  და  ორპირობა  ავნებს  ხორცსა,  მერმე  სულსა“,  „სჯობს  სიცოცხლესა  ნაზრახსა  სიკვდილი  სახელოვანი“,   „რაცა   ღმერთსა  არა  სწადდეს,  არა  საქმე  არ  იქმნების“   და   შექმნეს  მოკლე   ტექსტები.   მათი  ნააზრევი  ძირითადად  დღევანდელი   საზოგადოების  პრობლემებიდან  გამომდინარეობდა.




           
31.05    -  გაიმართა   ლიტერატურული  წრის  წევრთა  მორიგი  შეხვედრა.    მოსწავლეებმა  იმუშავეს  და  შეადგინეს   ლექსიკონი  მათ მიერ  განხილული  თავების  მიხედვით,   ლექსიკონი  ასეთი  სახისაა:
ბაკმული - ბროლივით  ელვარე
ქვაბშიგან - გამოქვაბულში
მუნით - იქიდან
მწედ - მშველელად
სარო - წერწეტი  ტანის  აღმნიშვნელი   მეტაფორა
ვარდნი  და  ისი  იანი - იგულისხმება  პირმშვენიერი  უცხო  მოყმე
სულე -გაჩუმდი
სარჩელი - ჩივილი
ბრჭობა - მოსამართლეობა
მნუკევ - მთხოვ,  მევედრები
ზენარობით - ფიცით
ვერა  ვერ  დაჰყარა  - ვერაფერი  წამოაცდევინა
ეზომი - ამდენი
ვითა  უსტარი  ბედითი - როგორც  უსარგებლო  ბარათი
პატიჟი - სასჯელი,  ტანჯვა
მით,    რომე - იმიტომ
მიჩს - მიმაჩნია
კუშტ-გვარად - ცოტა  მკაცრად
ხამს - საჭიროა
მეტიმცა  რა  გაქონე -  მეტს  რაღას  მოგცემ
გულ-ამოხვინჩვით - გულამოსკვნით
წადილი  მისცა - სურვილი  აუსრულა
გააზატე - თავისუფლება  მომეცი
ხელი - შმაგი
შთამოსთესი - დასთესე
რაზომცა  ცრემლსა  ჰმილდები - რამდენიც  უნდა  იტირო, ცრემლის  მილად  იქცე
მოსახმელად - მოსატანად
ვარდსა  ნუ  აზრობ - მეტაფორულად   ნათქვამია :  სახეს  ნუ  ასველებ
სულთქმა - ოხვრა
შეგამეცნნე - გაგაცნობთ
მთვარის  მოვანება - მთვარის  გავსება ( სავსე  მათვარე)
გარდახდა - ჩამოქვეითდა
შავმან  გიშრისა  - მეტაფორულად:    შავი  წამწამები
უცოხნელისა - დაუღეჭავი
ცეცხლი  უფრო  გავიალე - მეტაფორულად:   ტანჯვა  უფრო   გამიმწვავდა
შემავლო  სახლი - შემიყვანა  სახლში
ბანის-ბანი - ტერასებად  განლაგებული  ბანები
დამართებით - პირდაპირ
ამირბარი - ფლოტის  სარდალი
დამარჩინე - მაცოცხლე
იჩქითი - უეცარი,  მოულოდნელი
მჭვირსა - გამჭვირვალეს,  მოკაშკაშეს
სრას - სასახლეს
ხასითა -  კარისკაცით, დიდებულით
ერთგან - ერთად
და-ცა-გვლია   -  დაგვაუძლურა  კიდეც
არად  გვგავა - არაფრად  გვენაღვლება
სახედ  ჩვენად  გამოვსახოთ -  ჩვენი  მაგივრობა  გავაწევინოთ
ვამახოთ - ვამახვილოთ  ანუ  ჩვენზე  მტერი  არ  გავახაროთ
გულსა  ვით  მიეფარების  - გული  როგორ   შეურიგდება
სწბებოდა  -  ჰრცხვენოდათ
ამბად  არ  ეგებოდა  -  არ  შეიძლებოდა
ჯუბაჩა  -  კაცის  ტანსაცმელი
რიდე   -  მოსასხამი
უბადობისა  -  უღირსობის,  ნაკლოვანების
შერთვა  ზესთ  მწყობრთა  წყობისა  -  შევუერთდეთ  სამყაროს  უზენაეს  წესრიგს
ცნობა   -  გონება
ვითმცა  შევაჯერენ  -  როგორ  დავაჯერებ
ვით  მეთნების  -  როგორ  მესიამოვნება
სახმილი  -  ცეცხლი
ყოფამცა  მქონდა  ნებისა  - ჩემი  ნება  თუ  შევასრულე
გარდავლენა  -  გადახდომა,  გადალახვა
დავლა  -  სიმდიდრე,  ქვეყნიური  სიკეთე
შემოვიქცე  -  დავბრუნდე
სიკვდილისა  მეჭველი  -  სიკვდილის  მოაზრე
ღარიბი  -  უცხო  მხარეში  გადახვეწილი
მიღწვიან  -  ჩემი  სულისთვის  იზრუნებენ
დამიუნჯოს  -  შემინახოს
მღილთა  -  მწერებს
ხანაგა  -  სამადლო  თავშესაფარი
არ  გეთნევის  -  თქვენი  ამება,  პირში  ფერება  არ  შეიძლება
სუფევითმცა  ხართ  -  გამარჯვებით,  დიდებით  მეფობდეთ
საქმითა  მეცნიერითა  -  საქმის  ცოდნით



                                     მასწავლებლის     თვითშეფასება
         2017-2018  სასწავლო  წლის  მეორე  სემესტრის  განმავლობაში  მე-6  კლასში  მიმდინარე  ლიტერატურული  წრის  მუშაობა  დასრულდა.      წრის   სამუშაო  თემატიკა   განიზნულად  იყო  შერჩეული,   ვითვალისწინებდით  რა  დიდი  შოთა   რუსთაველის   უკვდავი  პოემის   იუბილეს,   ამ  მარგალიტისადმი  ინტერესის  გაღვივებას  მოსწავლეებში  და  მათ  აღზრდას  იმ ღირებულებებით,  რაც  პოემის  უკვდავ  სტრიქონებშია  გაბნეული.   მოსწავლეებმა    იმუშავეს აფორიზმებზე,   შექმნეს    მცირე   ზომის  ტექსტები,   შეეცადნენ,    რომ  გაცნობოდნენ  და  დაუფლებოდნენ  ესეს   წერის   სირთულეებს,    პოემის  რამდენიმე,  ვფიქრობ,  მნიშვნელოვანი  თავის    გაცნობა - გააზრებამ  კიდევ  უფრო  გააღრმავა  მათი  ინტერესი  პოემისადმი   და გამოთქვეს  სურვილი,  რომ  მომავალ  სასწავლო  წელსაც  იმუშაოს  ლიტერატურული  ენის  წრემ. 

         ვფიქრობ,  მიზანი  მიღწეულია.















საწრეო მუშაობა ქართულ ენაში


საწრეო  მუშაობა  ენაში  7.03-21.03
      2018   წლის  7.03  და  21.03   ჩატარდა  საწრეო  მუშაობა  ქართულ  ენაში  თემაზე:  უცხო  ენიდან  შემოსული  სახელების  ხმარება  თანამედროვე  ქართულში  და  მათი  მართლწერა.
      წრის  წევრებს  გავაცანი  ის  სიტყვები,  რომლებიც  შემოსულია  და  უკვე  დამკვიდრებულია  ჩვენს  მეტყველებაში  და  საჭიროა  მათი  სწორად  წერა  და  წარმოთქმა,  რაც  ერთგვარად  პრობლემაა  და  უცხოა  მე-5  კლასის  მოსწავლეებითვის.  მათ, როგორც  ვფიქრობდი,  გამოხატეს  განსაკუთრებული  ინტერესი  და  სურვილი,  ამ სიტყვების  გამოყენებით  შეადგინონ  წინადადებები  თუ  მოკლე  ტექსტები.