Thursday, June 7, 2018

ქართული ენის საწრეო მუშაობა მე-2 სემესტრი



ქართული     ენის      წრე
         28.03.2018 წ.   შეიკრიბნენ    ქართული  ენის  წრის   წევრები.   წრის  სამუშაო  განრიგით   თემატიკა   იყო:    „არსებითი  სახელის  რიცხვის  ფორმები  და  მართლწერა“.    განვიხილეთ   სხვადასხვა  მაგალითი   არსებითი  სახელის    მხოლობითი   და   მრავლობითი   რიცხვის  ფორმებსა  და  მართლწერაზე,  მოსწავლეებმა მოიყვანეს  სათანადო  მაგალითები,  შეასრულეს  საკლასო  და  საშინაო  დავალებები,    ერთობლივად    გადაწყვიტეს,  რომ    ყურადღებას  გაამახვილებენ  ზეპირ  მეტყველებაში   ხშირად  დაშვებულ  შეცდომებზე.  წრის  მეცადინეობა  სახალისო  და  საიამოვნო  იყო  მოსწავლეებისთვის.



         4.04.-11.04 -18.04-25.04  ქართული  ენის  წრის  სამუშაო  განრიგით   თემატიკა  იყო:  რიცხვითი  სახელის  ჯგუფები  (რაოდენობითი,  რიგობითი  და  წილობითი)  და  მათი  მართლწერა.   წრის  წევრებმა   მოიყვანეს  სათანადო  მაგალითები,  იმსჯელეს  სწორ  და  არასწორ  ვარიანტებზე,  ყურადღება  გაამახვილეს    რიცხვით  სახელთან  დაკავშირებით  ხშირად  დაშვებულ  შეცდომებზე   როგორც  წერით, ასევე  ზეპირ  მეტყველებაში.   შეასრულეს  საკლასო  და  საშინაო  დავალებები.






           2.05-16.05. - ქართული  ენის  წრის  წევრებმა  ისაუბრეს  ზმნაზე,  როგორც   ქართული  წინადადების    ხერხემალზე.  ყურადღება  გაამახვილეს  ქართული  ზმნის  მნიშვნელობაზე. ისაუბრეს  განსაკუთრებით    იმერეთისთვის  დამახასიათებელი  ზმნისწინების  არასწორ  ხმარებაზე,  რაც  სალიტერატურო  ენის ნორმების  დარღვევაა  და  არც  ერთ  ქართველს  არ  ეპატიება   მშობლიური  ენის  შეურაცხყოფა,    განსაკუთრებით  კი  მოზარდებს -  მომავალ  თაობას.   წრის მეცადინეობა  სასიამოვნოდ  წარიმართა. 






         23.05 -30.05  - საწრეო  მუშაობაში   მეტად  აქტუალური  საკითხი  იყო  ყურადღების  გამახვილება   როგორც    მოზარდების,  ასევე  ჟურნალისტების    მიერ  ყოველდღიურ    ცხოვრებაში  დაშვებულ    შეცდომებზე. წრის  წევრებმა   გადაწყვიტეს,  ასეთ   შეცდომებზე   გაემახვილებინათ  ყურადღება   და  შეეგროვებინათ,  როგორც  ნიმუში  არასწორი  მეტყველებისა.





No comments:

Post a Comment