Tuesday, February 20, 2018

ლიტერატურული წრე მეცადინეობა N1 II სემესტრი



     ლიტერატურული  წრე

8.02.2018 წ.       1-ლ  მეცადინეობაზე   წრის  წევრები  გაეცვნენ   სამუშაო    პროგრამას,  ისინი  საკმაოდ  დაინტერესდნენ  „ვეფხისტყაოსნით“  და  გამოხატეს  ამ  პოემისადმი  სიყვარული.
წრის  წევრებმა  ისაუბრეს  შოთა  რუსთაველის  ბიოგრაფიაზე,   აგრეთვე,  მათთვის  მეტნაკლებად  ცნობილ   ეპიზოდებზე,  პერსონაჟებზე,   რუსთაველისა  და  მისი  პოემისადმი  იმ  უდიდეს  ინტერესზე,  რაც  არსებობს  არა  მარტო  ჩვენს  ქვეყანაში,  არამედ  მსოფლიო  საზოგადოებაში.

საწრეო მეცადინეობა ქართულ ენასა N1 II სემესტრი


                                        ქართული  ენის  წრე 

7.02. 2018 წ.      1-ლ   მეცადინეობაზე   წრის  წევრები  გაეცვნენ  ქართული  ენის  წრის  პროგრამას,    გამოხატეს  ამ    საკითხების  სიღრმისეული   შესწავლისადმი   დიდი  სურვილი.
წრის  წევრებმა  გაიხსენეს  მეტყველების  ნაწილები,  სრულმნიშვნელოვანი  და  დამხმარე, ფორმაცვალებადი  და  ფორმაუცვლელი   სიტყვები,   დამოუკიდებლად   შეასრულეს  დავალებები    აღნიშნულ   საკითხებზე.






Friday, February 9, 2018

ლიტერატურული წრე -საწრეო მუშაობის განრიგი 2017-18 სასწ.წ.II სემესტრი


                                        ლიტერატურული  წრე            
                                საფეხური 1-ლი           კლასი  მე-6
                           
        ლიტერატურული  წრის  დანიშნულებაა  მოსწავლეებში „ვეფხისტყაოსნისადმი“  სიყვარულის  გაღრმავება,   ემოციურ-ესთეტიკური  ზემოქმედების  მოხდენა,  აფორიზმების  სიბრძნის  დაუფლება,   ლექსიკური  მარაგის  გაფართოება

                               მიზნები    და    ამოცანები  
# ემოციურ-ესთეტიკური  ზემოქმედება  მოსწავლეებზე
# მეტყველების  კულტურის  განვითარება
# მხატვრული  კითხვის  უნარ-ჩვევების  გამომუშავება
# მოსწავლეთა  ლექსიკის  განვრცობა
# ლექსის  თხრობითი  ფორმით   გადმოცემა
# წაკითხულის გააზრება
# აფორიზმების  გამოყენებით  მარტივი  ტექსტის  შექმნა,  ლიტერატურული  ესე


                                მოსალოდნელი    შედეგები
ლიტერატურული  წრის  მუშაობის  პროცესში  მოსწავლეებმა  უნდა  შეძლონ:
# დიდი  რუსთველის  „ვეფხისტყაოსნის“  რიგი  თავების  წაკითხვა - გააზრება
# ლექსიკური  მარაგის  დაგროვება
# დაკვირვება  რითმასა  და  რიტმზე
# ლექსის  წაკითხვა  შესაბამისი   ინტონაციით
# „ვეფხისტყაოსნის“  აფორიზმების  გაგება-გააზრება  და  მოკლე  ტექსტისა  თუ  ესეს  შექმნა



                                           ფუნქციონირება
# ლიტერატურული  წრე საქმიანობას  განახორციელებს  2018  წლის  8  თებერვლიდან 
   ( მე-2   სემესტრი)
# წრეში  მოსწავლეთა  მაქსიმალური  რაოდენობა  6  მოსწავლე
# საწრეო  მუშაობის  ხანგრძლივობა:   კვირაში  ერთხელ   ხუთშაბათი  (14.30 – 15.30)


ლიტერატურული   წრის   ხელმძღვანელი:    ლიდა  რატიანი

წრის  წევრები:  ნანო  ქურასბედიანი,  ხატია  ბოჭორიშვილი,  ქეთი  დავლაძე,  მარია გეგუჩაძე,
                             ლიზი  რაზმაძე,  საბა  ჩუბინიძე


                                         საწრეო  მუშაობის  განრიგი
8.02 – შოთა  რუსთაველი  და   მისი   „ვეფხისტყაოსანი“   (მოკლე  მიმოხილვა)
22.02 – ამბავი  ავთანდილისა,  ასმათს  რომ  ეუბნების  ქვაბშიგან
              (მხატვრული  კითხვა, რითმა,  რიტმი)
 1.03 -  მსჯელობა  ფრაზაზე:  „კაცი  ვარ,  ადამიანი...“  ( ესეს  შექმნა)
 15.03 - „ჭაში  ჩავარდნილის“  არაკი  ( მსჯელობა,  მოკლე  ტექსტის  შექმნა)
22.03 – ტარიელისა და ნესტანის  პირის-პირ შეყრა  (მსჯელობა, ლექსის  შინაარსით  გადმოცემა)
29.03 – მსჯელობა   და  მოკლე  ტექსტის  შექმნა  ფრაზაზე:
               „მე  თუ  ზეპირ  მიცინია,  ქვე-ქვე  მითქვამს  იდუმალ  ვა“
5.04 – რჩევა  ნესტან-დარეჯანის  გათხოვებისა  (მხატვრული  კითხვა,  რითმა,  რიტმი)
12.04 – აფორიზმი - „ქმნა  მართლისა  სამართლისა  ხესა  შეიქმს  ხმელსა  ნედლად“
            ( მსჯელობა,  მოკლე  ტექსტის  შექმნა)
19.04 – მსჯელობა  სტროფზე:  „რა  აქიმი  დასნეულდეს,  რაზომ  გინდა  საქებარი...“
             (შესაბამისი  თავის  წაკითხვა-გააზრება)
26.04 – აფორიზმი - „ხამს  მოყვარე  მოყვრისათვის  თავი ჭირსა  არ  დამრიდად,
            გული  მისცეს  გულისათვის,  სიყვარული  გზად  და  ხიდად;“ (მსჯელობა, ესე)
3.05 – ანდერძი  ავთანდილისა  (1-ლი  ნაწილი), მხატვრული  კითხვა,  გააზრება-მსჯელობა
10.05 – ანდერძი  ავთანდილისა  ( მე-2  ნაწილი), მხატვრული კითხვა,  გააზრება-მსჯელობა
17.05 –  აფორიზმები - „სიცრუე  და  ორპირობა  ავნებს  ხორცსა,  მერმე სულსა“
               „სჯობს  სიცოცხლესა  ნაზ~რახსა  სიკვდილი  სახელოვანი“
                „რაცა  ღმერთსა არა  სწადდეს,  არა  საქმე  არ  იქმნების“  (მოკლე  ტექსტების  შექმნა)
24.05 –  „ მე  ვარ  ძირი  ლექსის  თქმისა,  მელექსენი  ჩემზე  შენობს“ (არჩილი)
31.05 – საწრეო  მუშაობაში  შესწავლილ  სიტყვათა  ლექსიკონი
7.06 - ლიტერატურული  წრის  შეჯამება  მოსწავლეთა  მიერ  (რეფლექსია)

ქართული ენის პროგრამა 2017-18 სასწ.წელი II სემესტრი


                           ქართული   ენის    წრის   პროგრამა      ( მე-5  კლასი)

7.02  - მეტყველების  ნაწილების  ზოგადი  მიმოხილვა,  სრულმნიშვნელოვანი  და  დამხმარე   
          სიტყვები,  ფორმაცვალებადი  და  ფორმაუცვლელი  სიტყვები
21.02 - არსებითი  სახელი,  ბრუნვები  და  ბრუნვის  ნიშნები, არასწორად  ხმარებული  ბრუნვის 
          ნიშნები
28.02 - თავისებური   არსებითი  სახელები  და  მათი  სწორად   ხმარება
7.03 - უცხო  ენიდან  შემოსული    სახელების  ხმარება  თანამედროვე  ქართულში   და  მათი 
         მართლწერა 
21.03 – უხცო   ენიდან  შემოსული  სახელების  ხმარება  თანამედროვე  ქართულში  და  მათი
          მართლწერა
28.03 - არსებითი  სახელის  რიცხვის  ფორმები    და  მართლწერა
4.04 - რიცხვითი   სახელის  რაობა  და  ჯგუფები
11.04 - რაოდენობითი  რიცხვითი  სახელის  მართლწერა
18.04 - რიგობითი  რიცხვითი  სახელის  მართლწერა
25.04 - წილობითი  რიცხვითი  სახელის  მართლწერა
2.05  - ზმნა -  ქართული   წინადადების  ხერხემალი,  ზმნის  რაობა 
16.05 - ზმნების   მართლწერა
23.05 –  ჩემი   და   ჩემი  თანატოლების  მიერ  მართლმეტყველებისა  და  მართლწერის  დროს        
            ხშირად    დაშვებული   შეცდომები
30.05 - ხშირად  დაშვებული  შეცდომები  ქართველ  ჟურნალისტთა  მეტყველებაში
6.06 -  საწრეო  მუშაობის  რეფლექსია  (მოსწავლეთა  თვითშეჯამება)



                             ქართული  ენის  წრის  წევრები

1, დეა  ბურჯალიანი
2. ელენე  კაკაბაძე
3. კესო  ხეცურიანი
4. ცოტნე  ცნობილაძე
5. ლუკა  მჟავანაძე
6. ლუკა  ცხვარაძე
7. ილია   ჭოხონელიძე
8. ტატო  სოფრომაძე
9. ნია  თუთარაშვილი
10. ლუკა  უზარაშვილი
11. ანანო  ბერაძე
12. მათე  ჭრელაშვილი


ქართული ენის წრე 2017-18 სასწ.წ.II სემესტრი


საწრეო  მუშაობა  ქართულ  ენაში


                                                    საფეხური         V   კლასი

   ქართული  ენის  წრის  ხელ-ლი
   ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  მასწავლებელი    ლიდა  რატიანი

                                               მიზნები  და  ამოცანები
ქართული  ენის  მართლწერისა  და  მართლმეტყველების  საფუძვლების  შესწავლა
       მოსწავლეთა  წერის კულტურის  შესწავლა
       მოსწავლეებში  იმ  უნარ-ჩვევების  გამომუშავება,  რომლებიც  აუცილებელია    
       ქართული  ენის  ნორმების  დაცვისათვის

                                              მოსალოდნელი  შედეგები
          საწრეო   მუშაობის  პროცესში  მოსწავლეებმა  უნდა  შეძლონ:
      ქართული  ენის  მართლწერისა  და  მართლმეტყველების   საფუძვლებზე   ცოდნის 
          სისტემატიზაცია
       მართლწერის  წესების  დაცვა  და  ადეკვატურად  გამოყენება
      ხშირად  დაშვებულ  შეცდომებზე  დაკვირვება  და  ანალიზი

                                                ფუნქციონირება   
   ქართული  ენის  წრე  საქმიანობას  დაიწყებს  2018  წლის  6  თებერვლიდან  (II  სემესტრი)
   წრეში  მოსწავლეთა  მაქსიმალური  რაოდენობა   12  მოსწავლე
   საწრეო  მუშაობის  ხანგრძლივობა:  კვირაში  ერთხელ  15 გაკვეთილი (ოთხშაბათი  -  13. 30  :  14. 30)