ლიტერატურული წრე
საფეხური 1-ლი კლასი მე-6
ლიტერატურული წრის დანიშნულებაა მოსწავლეებში „ვეფხისტყაოსნისადმი“ სიყვარულის
გაღრმავება, ემოციურ-ესთეტიკური ზემოქმედების
მოხდენა, აფორიზმების სიბრძნის
დაუფლება, ლექსიკური მარაგის
გაფართოება
მიზნები და
ამოცანები
# ემოციურ-ესთეტიკური ზემოქმედება
მოსწავლეებზე
# მეტყველების
კულტურის განვითარება
# მხატვრული
კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავება
# მოსწავლეთა
ლექსიკის განვრცობა
# ლექსის თხრობითი ფორმით
გადმოცემა
# წაკითხულის გააზრება
# აფორიზმების
გამოყენებით მარტივი ტექსტის
შექმნა, ლიტერატურული ესე
მოსალოდნელი შედეგები
ლიტერატურული
წრის მუშაობის პროცესში
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
# დიდი რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ რიგი თავების წაკითხვა - გააზრება
# ლექსიკური
მარაგის დაგროვება
# დაკვირვება
რითმასა და რიტმზე
# ლექსის წაკითხვა შესაბამისი
ინტონაციით
# „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების
გაგება-გააზრება და მოკლე ტექსტისა თუ ესეს შექმნა
ფუნქციონირება
# ლიტერატურული
წრე საქმიანობას განახორციელებს 2018 წლის 8 თებერვლიდან
( მე-2 სემესტრი)
# წრეში მოსწავლეთა მაქსიმალური
რაოდენობა 6 მოსწავლე
# საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: კვირაში
ერთხელ ხუთშაბათი (14.30 – 15.30)
ლიტერატურული
წრის ხელმძღვანელი: ლიდა
რატიანი
წრის წევრები: ნანო ქურასბედიანი,
ხატია
ბოჭორიშვილი, ქეთი დავლაძე,
მარია გეგუჩაძე,
ლიზი რაზმაძე,
საბა ჩუბინიძე
საწრეო მუშაობის
განრიგი
8.02 – შოთა
რუსთაველი და მისი
„ვეფხისტყაოსანი“ (მოკლე მიმოხილვა)
22.02 – ამბავი
ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
(მხატვრული კითხვა, რითმა, რიტმი)
1.03 - მსჯელობა
ფრაზაზე: „კაცი ვარ, ადამიანი...“ ( ესეს
შექმნა)
15.03 - „ჭაში ჩავარდნილის“
არაკი ( მსჯელობა, მოკლე ტექსტის შექმნა)
22.03 – ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა (მსჯელობა, ლექსის შინაარსით
გადმოცემა)
29.03 – მსჯელობა
და მოკლე ტექსტის
შექმნა ფრაზაზე:
„მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე
მითქვამს იდუმალ ვა“
5.04 – რჩევა
ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა (მხატვრული
კითხვა, რითმა, რიტმი)
12.04 – აფორიზმი - „ქმნა მართლისა
სამართლისა ხესა შეიქმს
ხმელსა ნედლად“
( მსჯელობა, მოკლე ტექსტის
შექმნა)
19.04 – მსჯელობა
სტროფზე: „რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი...“
(შესაბამისი თავის წაკითხვა-გააზრება)
26.04 – აფორიზმი - „ხამს მოყვარე
მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის,
სიყვარული გზად და ხიდად;“
(მსჯელობა, ესე)
3.05 – ანდერძი
ავთანდილისა (1-ლი ნაწილი), მხატვრული კითხვა,
გააზრება-მსჯელობა
10.05 – ანდერძი
ავთანდილისა ( მე-2 ნაწილი), მხატვრული კითხვა, გააზრება-მსჯელობა
17.05 – აფორიზმები
- „სიცრუე და ორპირობა
ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“
„სჯობს სიცოცხლესა ნაზ~რახსა
სიკვდილი სახელოვანი“
„რაცა ღმერთსა არა სწადდეს,
არა საქმე არ იქმნების“ (მოკლე
ტექსტების შექმნა)
24.05 – „ მე ვარ ძირი ლექსის
თქმისა, მელექსენი ჩემზე შენობს“
(არჩილი)
31.05 – საწრეო
მუშაობაში შესწავლილ სიტყვათა
ლექსიკონი
7.06 - ლიტერატურული წრის შეჯამება მოსწავლეთა
მიერ (რეფლექსია)
No comments:
Post a Comment