23.05 -30.05
- საწრეო მუშაობაში მეტად
აქტუალური საკითხი იყო ყურადღების გამახვილება
როგორც მოზარდების, ასევე ჟურნალისტების მიერ
ყოველდღიურ ცხოვრებაში დაშვებულ
შეცდომებზე. წრის წევრებმა გადაწყვიტეს,
ასეთ შეცდომებზე გაემახვილებინათ ყურადღება
და შეეგროვებინათ, როგორც
ნიმუში არასწორი მეტყველებისა.
ჩემი და ჩვენი თანატოლების
მიერ ხშირად გამოყენებული
ბარბარიზმები:
ტელეკომპანიების ჟურნალისტებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის
მეტყველებაში აღმოჩენილი მართლმეტყველების ნორმების
დარღვევის მაგალითები:
1.
თითეული ჩვენთაგანი; 2. თითეული თქვენთაგანი; 3. ბევრი
ამბები;
4. ბევრი წლის წინ;
5. ეხლა გავიაზროთ... 6. რამოდენიმეს გავიხსენებ;
7. ბრძოლობენ;
8. ამ ხნის მანძილზე;
9. ავიდენ
და დაინახეს; 10. ლაივში
ვართ;
მასწავლებლის თვითშეფასება
2017-2018 სასწავლო
წლის მე-2 სემესტრის
განმავლობაში მე-5 კლასში წარმართული
ქართული ენის წრის მუშაობა დასრულდა.
ენის საკითხების გაღრმავებულად შესწავლა
განპირობებული იყო იმ გამოცდილებით, რომ I
- IV
კლასის დამთავრების შემდეგ
მოსწავლეებში შეინიშნება მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხების
ცოდნაში არსებული სერიოზული ხარვეზი.
მე-5 კლასი სწავლების ის ეტაპია,
როცა მოსწავლეები უკვე იწყებენ ქართული
ენის მეცნიერულ შესწავლას
ამა თუ იმ დოზით, მაგ: ფორმაცვალებად და ფორმაუცვლელ სიტყვებს,
ბრუნვებსა და მათ ნიშნებს; ქართულ ენაში უცხო ენიდან
შემოტანილ და დამკვიდრებულ
სიტყვებსა და მათ მართლწერას; ზმნის
მნიშვნელობას ქართული წინადადების
გამართულად წარმოთქმაში; რიცხვით
სახელთან დაკავშირებულ წერით
თუ ზეპირ ლაფსუსებს;
მინდა აღვნიშნო,
რომ წრის წევრები
მეტად დაინტერესდნენ უფროსების მეტყველებაში
(ყურადღება გავამახვილეთ ჟურნალისტებსა
და ზოგ პოლიტიკოსზე)
არასწორად გამოყენებულ ქართულ
სიტყვებსა თუ გამონათქვამებზე.
საწრეო მუშაობა
ინტერესით მიმდინარეობდა და, მოსწავლეთა სურვილიდან
გამომდინარე, ვფიქრობ, მომავალ
სასწავლო წელს კვლავ იმუშაოს
ქართული ენის წრემ ამავე
კლასში, რათა მოსწავლეები
უფრო სიღრმისეულად და საფუძვლიანად გაეცნონ
და შეისწავლონ მშობლიური
ენა.