Tuesday, March 6, 2018

ლიტერატურული წრის მეცადინეობა 01.03.2018 II სემესტრი


1.03.18.    ჩატარდა  ლიტერატურული  წრის  მეცადინეობა   (მე-6  კლასი)
              თემა:  მსჯელობა   ფრაზაზე:  „კაცი  ვარ,  ადამიანი“    ( ესეს   შექმნა )
         წრის  წევრებთან  ერთად   ვიმუშავე   პოემის  ერთ-ერთი  თავის   ფრაზაზე:  „კაცი  ვარ,  ადამიანი“,  მოსწავლეებს  შევახსენე,    რომ  ილია  ჭავჭავაძის  მოთხრობა  „კაცია-ადამიანის“  სათაური  სწორედ  ამ    ფრაზის    პერიფრაზია.    მოსწავლეებმა   ისუბრეს,  ზოგადად,  ადამიანობაზე,  ღირებულებებზე,  ურთიერთობებზე,  თანამედროვე  საქართველოში  არსებულ  პრობლემებზე,  გააკეთეს  პარალელი   რუსთაველის  ეპოქასა  და  თანამედროვე  საზოგადოებას   შორის.
    მოსწავლეებს  ავუხსენი   სამნაწილიანი   ესეს   წერის  პრინციპი: 
 1.  შესავალი ( თეზისი  ანუ  რა  თემაზეა  საუბარი)  
2. მსჯელობა  არგუმენტებით  და  კონტრარგუმენტებით   (ნასწავლი  ტექსტებიდან,    ისტორიიდან,  რაიმე წყაროდან,  აფორიზმი,  ანდაზა,  ციტატა...) 
3.  დასკვნა  (  ვეთანხმები  თუ  არა  თეზისს  და  ვაკეთებთ  შეჯამებას.  გამოვიყენოთ  სიტყვები:  ჩემი  აზრით,  ვფიქრობ,  მიმაჩნია,  როგორც  აღვნიშნე  ... )
    დავალება:  ესე -  „კაცია,  ადამიანი...“






No comments:

Post a Comment