28.02.18. ჩატარდა საწრეო მუშაობა ენაში ( მე-5 კლასი )
თემა: თავისებური არსებითი სახელები და მათი სწორად ხმარება
წრის წევრებთან ერთად ვიმუშავე ენაში არსებულ იმ თავისებურ სახელებზე, რომელთა ხმარება ხშირია ზეპირ მეტყველებაში, ვისაუბრეთ მათ მართლწერაზე და ავხსენით, თუ რატომ არის თავისებური. განვიხილეთ შემდეგი სიტყვები: ლიმონი, ღვინო, სასმელი, საჭმელი, ხუცესი, წელი, თვალი, მხარი, ხბო, დრო, ია-ზე დაბოლოებული სახელები: ნაცარქექია, კაციჭამია, ნიბლია...
დავალება: მოცემული სიტყვების გამოყენებით წინადადებების შედგენა
No comments:
Post a Comment